გინდათ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატოთ - თენგიზ ცერცვაძის ღია წერილი

გამოქვეყნდა:

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ღია წერილს ავრცელებს, სადაც ექიმ მანანა ჯებაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობს.

ცერცვაძე არ იზიარებს ჯებაშვილის მოსაზრებას, რომ საქართველო კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ყველას გადააჭარბა. ცერცვაძე ასევე წერს, რომ მკრეხელობაა თითქოს პაციენტების გადარჩევა ხდება: 

მესმის, რომ გინდათ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატოთ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამისთვის სხვა უფრო შესაფერისი მაგალითი მოგეძებნათ. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ გაეცნობით ევროპის CDC-ის (ECDC), ჯანმო-ს და Worldometer -ის ოფიციალურ მონაცემებს ა.წ. 17 ნოემბრისთვის, რომ COVID-19-ის ყველა დადასტურებულ შემთხვევათა შორის (CFR) საქართველოზე დაბალი სიკვდილობის პროცენტი ევროპის 56 სახელმწიფოს შორის აქვს მხოლოდ სლოვაკეთს, ლიეტუვას და კიდევ რამოდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს, ხოლო 46 (ორმოცდა ექვს) სახელმწიფოს სიკვდილობის საქართველოზე მაღალი პროცენტი აქვს. რაც შეეხება „ბუნებრივ გადარჩევას“ ამის ჩვენი სახელმწიფოსთვის დაბრალება უბრალოდ მკრეხელობაა. აი, ევროპის და ამერიკის მთელ რიგ სახელმწიფოებში კი ასეთ რამ მართლა ხდებოდა და ზოგან ახლაც ხდება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბევრისთვის სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყანა შვედეთში არსებობდა ოფიციალური მითითება-რეკომენდაცია, რომ 65 წელზე მეტი ასაკის COVID-19-ით ავადმყოფები საავადმყოფოებში არ გადაეყვანათ, რადგან მათთვის იქ ადგილი არ იყო. წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, ეს რომ საქართველოში მომხდარიყო. აი, ასეთია სინამდვილე, მოგწონთ ეს, თუ არა",-წერს თენგიზ ცერცვაძე

მანანა ჯებაშვილი ფეისბუქზე ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გარდაცვალების მზარდ სტატისტიკას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს და მის მეუღლეს კორონავრუსი დაუდასტურდათ. ისინი მკურნალობის კურსს სახლში გადიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი