ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 2 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 18 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 71 468  გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.  

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 89 395 
  • გამოჯანმრთელებულია - 71 468 
  • გარდაცვლილია - 815 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2370
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3435
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5763 
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 55 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი