ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ქვეყნის ერთადერთი საზღვარია, რომელიც ჩვეულ რეჟიმში მუშობს. ამ დრომდე უცნობია, რატომ არ კეტავს საქართველოს მთავრობა რუსეთთან საზღვარს. ადამიანები აქ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შემოდიან და არც კარანტინში გადაჰყავს ვინმეს.
ოფიციალური მონაცემებით კი რუსეთში კოვიდ 19-ით 59 ადამიანია დაინფიცირებული, თუმცა არაოფიციალურად ეს რაოდენობა გაცილებით დიდია.
რუსულ მედიაში აქტიურად საუბრობენ, რომ პნევმონიით გარდაცვალებულთა რიცხვმა იმატა და წერენ, რომ კრემლი ოფიციალური მონაცემების გაყალბებას ცდილობს. იგივე ამბობენ საერთაშორისი ანალიტ8იკოსები. მაგალიტდმ მაიკლ კარპენტერი წერს, რომ პუტინი ახლა "ჩერნობილის პრაქტიკის" გამეორებას აპირებს.
საქართველოში კი ოპოზიცია ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ეშინია. მათი თქმით, ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ თუ ჩრდილოეთ საზღვარს ჩაკეტავენ, რუსეთის ანალოგიურ ზომებს მიიღებს.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იქნას მიღებული და რუსეთიდან საქართველოში ადამიანების შემოსვლა დროებით შეიზღუდოს. რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, მათი თქმით, აქ საჭიროა განსაკუთრებული სადეზინფექციო კონტროლი.
მოდის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ადამიანებს აქვთ მასიურად პნევმონია, ბევრია გარდაცვალების შემთხვევა, ამიტომ ლოგიკურია კითხვა, რომელიც უჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს, რატომ არ არის გამკაცრებული კონტროლი, რატომ არ არის გამკაცრებული კარანტინის რეჟიმი" აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე
სულ ეშინიათ, რუსეთი სადაც არის ყველაფრის ეშინიათ და სულ ფრთხილობენ. ეს ფსიქოლოგიური შიში რუსეთთან მიმართებაში უნდა მოიხსნას" აცხადებს გიორგი ვაშაძე და პარალელას ავლებს საბჭოთა კავშირთან, როდესაც მსგავსი სახის ინფორმაცია იმალებოდა.
ადამიანების სიცოცხლეა ყველაზე დიდი ღირებულბა და არა ის, რომ ივანიშვილმა და მისმა ძმამ გაიტანონ ღვინო რუსეთის ბაზარზე" ამბობს "ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი
ადამიანების შემოსვლაზე დროებით ზომებია მისაღებია, ტვირთები ვერ შეიზღუდება, მაგრამ უნდა დაექვემდებაროს განსაკუთრებულ სადეზინფექციო რეჟიმს" ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ სახმელეთო საზღვარი უკვე ჩაკეტა ყველა მეზობელთან, თუმცა რატომ არ ტარდება ეს ღონისძიება რუსეთთან, ამაზე მთავრობაში არც განმარტებებს აკეთებენ.