მაიკ პომპეოს თბილისი კანცელარიის ვერანდიდან დაათვალიერებინეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, რომელიც მთავრობის კანცელარიაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა, თბილისი ამ შეხვედრის შემდეგ, კანცელარიის ვერანდიდან დაათვალიერებინეს. 

ფოტოებს "ფეისბუქზე" პრემიერმინისტრის ოფიციალური გვერდი გახარია ავრცელებს. 

შეგახსენებთ, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმყოფებოდა. მან ქვეყანა უკვე დატოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი