
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით 57 წლის ექთანი გარდაიცვალა. ქალი შუახევის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. ის მკურნალობის კურსს ბათუმის კლინიკა "მედცენტრში" გადიოდა.
პაციენტი საავადმყოფოში 30 ოქტომბერს შეიყვანეს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 55 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.