დებატებზე ხელისუფლების შეთავაზებას ოპოზიცია თავისი პირობით პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ვერტიკალის შეთავაზებას ტელედებატების გამართვაზე ოპოზიციური პარტიები თავიანთი პირობით ეხმიანებიან და მიიჩნევენ, რომ დებატები არა "პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის რუსთავი 2-ის" ეთერში, არამედ ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით უნდა გაიმართოს, რათა შეკითხვების დასმის საშუალება განსხვავებული შეხედულების მქონე ჟურნალისტებსაც მიეცეთ.

ივანიშვილის რეჟიმმა დიდი ხანია უარი თქვა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმართვასა და მასში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ქვეყნებში დებატები წინასაარჩევნო პროცესის აუცილებელი ნაწილია, საპარლამენტო არჩევნებამდე, ოცნების წარმომადგენლებს, არცერთ პოლიტიკურ თუ  საგნობრივ დისკუსიაში, მედიის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

ახლა პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ დებატების გამართვა მოინდომა. 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ხელისუფლების მხრიდან მანიპულირების მასშტაბზე და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მეთოდზე დებატები და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება როგორი პოლიტიკურად გაკოტრებულია ივანიშვილის რეჟიმი, სასურველ აუცილებელ გზად მიგვაჩნია, მაგრამ იმ დროს როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყველა დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელემედიის ბოიკოტირებას ახდენენ , არ მივიჩნევთ რომ ეს აუცილებლად ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიის ეთერში უნდა მოხდეს. 

შესაძლებელია ამ დებატების მოწყობა შემდეგ კვირას, საქართველოში ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით, ისეთ ფორმატში სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ერთერთ სატელევიზიო არხზე განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა ოპოზიციასთან ერთად სატელევიზიო დებატებში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა, მანამდე ის ამბობდა, რომ არჩევნების შედეგებზე სისტემური მანიპულაცია არ ყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი