პომპეოსთან აღვნიშნეთ, რომ ინსტიტუტები მიტაცებულია ერთი ოლიგარქის მიერ - ნინო ევგენიძე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი(EPRC)-ს ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძე, რომელიც მაიკ პომპეოსთან შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლის რანგში ესწრებოდა, ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის უარყოფითი როლი დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურად მუშაობის კუთხით. 

იგივე ანაკლიის პორტის პროექტი, იყო ის ინფრასტრუქტურა, რომელიც წესით, უნდა ყოფილიყო საქართველოს მწვანე შუქი ნატოში გაწევრიანების, ასევე ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის მწვანე შუქი, მაგრამ ჩაიშალა, რადგან საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მიტაცებულია ერთი ოლიგარქის მიერ, რომელიც ცდილობს, ჯიბეში იყოლიოს ეს ინსტიტუტები, - თქვა "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ნინო ევგენიძემ. 

მისივე თქმით, პომპეოსთან შეხვედრის დროს, ამერიკული მხარე, ძირითადად, უსმენდა მესამე სექტორის წარმომადგენლებს და დაწვრილებით ინიშნავდა მათ მოსაზრებებს. 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეომ საქართველოში ორდღიანი ტურნე უკვე დაასრულა და ისრაელში გაემგზავრა. საქართველოში ჩამოსული პომპეო პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, არასამთავრობო სექტორსა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა, ხოლო თბილისიდან მისი გამგზავრების შემდეგ სახ. მდივნის თანაშემწემ ფილიპ რიკერმა ოპოზიციის ლიდერებთან წინასწარ დაუგეგმავი შეხვედრა ჩანიშნა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი