ხობის "კოლხეთის" ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გამოქვეყნდა:

საფეხბურთო კლუბ ხობის "კოლხეთში" კორონავირუსი დადასტურდა. კლუბის ფეხბურთელები, ადმინისტრაციის წევრები და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები ზუგდიდში, კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს - სულ 12 ადამიანი.

კლუბში აცხადებენ რომ ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია და გართულების გარეშე მიმდინარეობს. 

ხვალ, კოლხეთს თბილისის წინააღმდეგ მატჩი უნდა გაემართა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეხვედრა 27 ნოემბრამდე გადაიდო.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი