გულგრილი მასპინძელი-ოფიციალურ თბილისს მაიკ პომპეოსთან სამხედრო მიმართულებით შეთავაზება არ გაუკეთებია

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტთან ოფიციალურ ვიზიტზე მისულ სახელმწიფო მდივანს სალომე ზურაბიშვილი არ შეგებებია და შეხვედრის დარბაზამდე გზის გაკვლევა თავად მოუხდა. ამ ჟესტით სალომე ზურაბიშვილს დიპლომატიური პროტოკოლი არ დაურღვევია, თუმცა სწორედ ეს ნაბიჯი შეგვიძლია აღვიქვათ თანამშრომლობაზე განაცხადად.

ქვეყნის მთავარსარდალი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის მშენებლობის წინააღმდეგი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო. 

"ამერიკის ხმასთან" სკანდალურ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო ზრდის შანსი პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა და არგუმენტად რუსეთის შესაძლო გაღიზიანება მოიყვანა.

ახლა, როცა ამიერკავკასიაში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, საქართველოს გაუჩნდა ისტორიული შანსი, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიეროს, თუმცა მაშინ როცა ქვეყნის პირველი პირი ამერიკული ჯარების ზრდას პროვოკაციად აღიქვამს, ალბათ რთული წარმოსადგენი არ იქნება, რომ ოფიციალურ თბილისს მაიკ პომპეოსთან სამხედრო მიმართულებით შეთავაზება არ გაუკეთებია. ერთადერთი ვინც რეგიონში არსებული ძალთა ბალანსის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრა გიორგი გახარია იყო, თუმცა რა გეგმას სთავაზობს სტრატეგიულ პარტნიორს ამაზე პრემიერს აღარ უსაუბრია.

ყოფილი დიპლომატები თანხმდებიან, რომ სამხრეთ კავკასიის ახალმა რეალობამ საქართველოს უპრეცედენტო შესაძლებლობის ფანჯარა გაუხსნა, რომ ამერიკასთან ურთიერთობის სრულიად ახალ ფაზაში გადასულიყო თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ მოქმედი ხელისუფლების პერიოდში რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის გამო შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავების პოლიტიკური ნება არ არსებობს.

რა უთხრეს დახურულ კარს მიღმა პარტნიორი ქვეყნის პირველმა პირებმა ერთმანეთს და გამოიყენა თუ არა უპრეცედენტო შანსი საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ რთული მისახვედრი არ იქნება თუ ვნახავთ, რომ მაიკ პომპეოს არცერთ ოფიციალურ გზავნილში სამხედრო და თავდაცვითი ურთიერთობების გაღრმავება ერთხელაც არ უხსენებია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი