არჩევნები გაყალბებულია! - მდუმარე, მაგრამ ყველაზე ხმამაღალი აქცია

გამოქვეყნდა:

არჩევნები გაყალბებულია! ამ მოწოდების მთავარი ადრესატი დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო. 

აქციის მონაწილეებს სურდათ მიეწვდინათ ხმა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგნელისთვის, რომ ხმების მოპარვას და არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან.
ოპერა, რესპუბლიკის მოედანი და ფილარმონია - ეს იყო შეკრების ძირითადი ადგილები.  

ჩამოვიდნენ რეგიონებიდანაც, ყველა ერთად ცოცხალ ჯაჭვში ჩადგა, თუმცა დისტანციის დაცვით, დადგნენ სპეციალურად ამ დღისთვისდაბეჭდილ და წინასწარ დაკრულ სტიკერებზე. . . . 

ხელში არჩევნების გაყალბების სიმბოლოდ ქცეული, საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმებიც დაიჭირეს და ასე გაუგზავნეს საკუთარი სათქმელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს. 

დღეს აქციაზე ოპოზიციის ლიდერები სიტყვით არ გამოსულან. ისინი ხალხთან ერთად იდგნენ ცოცხალ ჯაჭვში.
31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას უკვე მესამე კვირაა აპროტესტებენ. დარწმუნებული არიან, რომ სათქმელს პომპეომდე მიიტანენ და მათი პროტესტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოხვდება. 

ამ აქციით ოპოზციის ლიდერებმა სტრატეგიულ პარტნიორს ქვეყნის სუვერენიტეტისა თუ დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადეს. 

მსვლელობა მაიკ პომპეოს საქართველოდან გამგზავრების შემდეგ პარლამენტთან დასრულდა.

ოპოზიცია აქციებს ისევ აანონსებს. პარალელურად, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის ჩანიშვნას ელოდებიან და ფიქრობენ, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ მმართველი გუნდი მომდევნო შეხვედრაზე კომპრომისული წინადადებით მივა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი