საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი "ფეისბუქზე" აქვეყნებს ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში, აკაკი წერეთლის მშობლიურ სოფელში გადაღებულ ფოტოს, სადაც აღბეჭდილია "ოცნების" ხელისუფლების მიერ "რესტავრირებული" მე-15 საუკუნის ტაძარი.
ეს ტაძარი ზემო იმერეთშია, სოფელ სხვიტორში. აკაკი წერეთელი აქ იზრდებოდა და ეს ტაძარი მასთანაც არის დაკავშირებული. მე -15 საუკუნეა, შემდგომაც შეკეთებული. ასეთი "რესტავრაციით" "დაამშვენეს", - წერს ნიკა ვაჩეიშვილი "ფეისბუქზე"
აქვე, აკაკი წერეთლის მშობლიური სოფელი სხვიტორი მდინარე ჩიხურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 520 მეტრზე მდებარეობს. სოფელი საჩხერიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული.
ასევე, შეგახსენებთ, ნიკა ვაჩეიშვილი 2008 წლის 31 იანვრიდან - 2008 წლის 2 ნოემბრამდე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი იყო, 2009-2013 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ხოლო 2013 წლიდან დღემდე საქართველოს აგარარული უნივერსიტეტის მუზეუმის მენეჯერია.