გაკოტრებული ბიზნესი და გაზრდილი უმუშევრობა - პანდემიამ მოსახლეობა ულუკმაპუროდ დატოვა

გამოქვეყნდა:

ადამიანების სიცოცხლესთან ერთად, ბიზნესი  ეპიდემიის მთავარი მსხვერპლი ხდება. კერძო სექტორი რამდენიმე თვიანი ბრძოლის შემდეგ იძულებულია, რომ დანებდეს. მცირე და საშუალო მეწარმეები სულ რამდენიმე  თვის წინ ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვდნენ, დღეს კი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.  

ბიზნესი ბიზნესად გაქრა , თუმცა დარჩა დიდი საბანკო ვალდებულებები. ოჯახი, რომელსაც ერთ დროს 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, დღეს ულუკმაპუროდაა დარჩენილი. გაკოტრების პირას მისულ ადამიანებს სახელმწიფოს დახმარების იმედი ამოეწურათ.

როგორც "მთავარს" მეგი მექერიშვილი უყვება, მთავრობა მას არანაირი შეღავთს არ სთავაზობს. პირიქით - უფუნქციოდ დარჩენილ ბავშვთა გასართობ ცენტრს ლიკვიდაცია ემუქრება. შიმშილის ზღვარზე მყოფ ოჯახს ისღა დარჩენია, წლების განმავლობაში შეგროვებული დეკორაციები გაყიდოს.  

 თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა, ჩვენს ქვეყანაში მსგავსს სიტუაციაშია ათასობით ადამიანი.  შემოსავალი გაქრა და  გადასახადები გაიზარდა . საბანკო ვალდებულებების გადახდა სამსახურის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. იმართება აქციებიც, თუმცა მოსახლეობის ხმა არავის ესმის.

ჩვენს ქვეყანაში 100 000-ზე მეტი  ადამიანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, ლარის კიდევ უფრო გაუფასურებისა და ეკონომიკური შეზღუდვების შემდეგ ადამიანები გამოსავალს ვერ პოულობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი