საქართველოსა და ესტონეთს შორის გამართული ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი თანაბარი ანგარიშით 0:0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ გუნდს შეხვედისთვის დროებითი მწვრთნელი დაუნიშნეს, რადგან ვლადიმერ ვაისმა თანამდებობა დატოვა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ თამაშში, დინამო არენაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდთან 12 ნოემბერს 0:1 წააგო. 15 ნოემბერს კი სომხეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია