მეორე ტური მნიშვნელოვანი იქნება, რომ პროცესები სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნდეს - გახარია

გამოქვეყნდა:

არჩევნების მეორე ტურებამდე ორი დღით ადრე, პრემიერმინისტრმამ, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ამ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორე ტური მნიშვნელოვანი იქნება, რათა ქვეყანაში პროცესები სამართლებრივ, ფორმალურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს.

"რა თქმა უნდა, ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ქვეყანაში პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ, სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირობებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით იზრუნონ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ერთობლივად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - თქვა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ თითოეული პარტია და პოლიტიკოსი იაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას საქართველოს მოქალაქემ დააკისრა. 

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებით არჩევნების მეორე ტური შაბათს, 21 ნოემებრს გაიმართება. მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი