გადატვირთული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც პაციენტების მომსახურებას ვეღარ ახერხებს. რას გეგმავს მთავრობა და რას პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი კრიტიკიას, ამის გარკვევა დღეს "მთავარს" ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან სურდა თუმცა აღმონა, რომ ის მთავრობის სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აჭარის რეგიონია, სადაც მძიმე პაცინეტების მისაღებად არათუ ადგილები, არამედ სასუნთქი აპარატების დეფიციტია.
"ხელისუფლების სიტემურმა შეცდომებმა მიგვიყვანა იმ სიტუაციამდე, რომ დღეს ფაქტიურად არის სამედიცინო სისტემბის კოლაფსი. პოსტფაქტუმ ხდებოდა პროცესებზე რეაგირება და არა პროაქტიულად, როგორც უნდა მომხდარიყო. პრობლემებია პაციენტების სორტირებაში, მკურნალობაში, დეფიციტია სამედიცინო აღჭურვილობის", - თქვა საკრებულოში ენმ-ს წევრმა ლევან ანთაძემ.
აჭარაში 47 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, 8 მართვით სუნთქავზეა და მათი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. გარდა ამისა, 35 პაციენტი მუდმივად 24 საათის განმავლობაში ჟანგბად ხელოვნურად იღებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 869 მძიმე პაცინეტია, მათ შორის 377 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.