
ერგნეთში 20 ნოემბერს ჩანიშნული, კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების პროცესის მორიგი შეხვედრა გადაიდო - ინფორმაცია "მთავარს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უარის მიზეზი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციაა, რომელიც შეხვედრის გადადების მიზეზად კოვიდპანდემიას ასახელებს.
შეგახსენებთ, საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული, საერთაშორისო ფორმატის შეხვედრა ჟენევაში ასევე გადაიდო, ამ შემთხვევაში ინიციატორი მოსკოვი იყო, მიზეზი კი ანალოგიურია, რაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაასახელა - კოვიდპანდემია.
აქვე გეტყვით, რომ ჟენევის ფორმატის მონაწილე და მხარდამჭერმა საერთაშორისო აქტორებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ რუსეთმა კოვიდპანდემიის ფაქტორი და კონტექსტი ჟენევის ფორმატის გადადების მიზნით გამოიყენა. შესაბამისი განცხადება ეუთოში აშშ-ის ელჩმა გააკეთა.