ბათუმში "ლელოს" წევრს, ალეკო მირცხულავას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაძე ერთ-ერთი მშენებლობის გამო "ლელოს" წევრს, ალეკო მირცხულავას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირება ადგილზე მას შემდეგ მხოდა, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მირცხულავას მშენებლობის წინააღმდეგ სამართლებრივი დახმარება სთხოვა. 

"მთავარის" მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ სამშენებლო კომპანიის იურისტსა, მირცხულავასა და ადგილზე მყოფ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება პოლიციის მისვლამდე განიმუხტა. 

"დავბრუნდები და დედებს მ*****ნავთ", - ისმის ვიდეოში.

ჩვენი ინფორმაციით, კერძო მობინადრე მისი სახლის წინ კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, მშენებლობას კი "ოცნების" მაღალჩინოსანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი მანველიძე მფარველობს. სწორედ მანველიძის მამის, ბაგრატ მანველიძის კომპანია აშენებს ადგილზე სახლს.

ალეკო მირცხულავა ამ დროისთვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. "მთავარის" გადამღები ჯგუფი ადგილზე მეტი დეტალის გარკვევას ცდილობს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი