"ღამის დანიშვნები" სასამართლოში და მოქმედების სქემა - "კლანი ქმნის ახალ მოსამართლეებს"

გამოქვეყნდა:

ჩაკეტილი სასამართლო სისტემა, სადაც ვერავინ მოხვდება, თუ ე.წ. კლანს არ უნდა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი 36 ახალი მოსამართლის დანიშვნის ფონზე, სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

"მთავარი არხის ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში",  ჯანეზაშვილი იმ სქემაზე საუბრობს რომლითაც ე.წ. კლანი მოქმედებს და მათი ინტერესების გამტარებელ ახალ მოსამართლეებს ნიშნავს - "ქმნიან ახალ მოსამართლეებს" - ამბობს ჯანეზაშვილი.

ამის მაგალითად იუსტიციის საბჭოს წევრს ის კონკურსი მოჰყავს, რომელიც სასამართლომ 2 წლიანი პაუზის შემდგ გააცხადა. ჯანეზაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოსამართლეების ნაკლებობაა, რაც ფაქტობრივდ სასამართლო სისტემის პარალიზებას იწვეს, ბოლო სამოსამართლეო კონკურსი 2018 წელს გამოცხადდა, ამის შემდეგ კი - 2020 წელს. ჯანეზაშვილი ამბობს რომ "კლანი" დაელოდა როდის დაამთავრებდნენ იუსტიციის უმაღლეს სკოლას (მოსამართლედ დანიშვნისთვის, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა),მათთან დაახლოებული კონკურსანტები:

ეტაპობრივად ამზადებენ ამ კადრებს. 36-დან 23 არის ისეთი ადამიანი, რომელიც მუშაობს სასამართლო სისტემაში სხვადასხა პოზიციაზე - აპარატში, არიან მდივნები, კანცელარიის თანამშრომლები, მენეჯერები... მე ამ ადამიანებს მივიჩნევ იმ ახალ მოსამართლეებად, რომლებიც აუცილებლად გაატარებენ კლანის ინტერესებს... 2019 - 2020 წლებში აქვთ დამთავრებული, ელოდებოდნენ დაემთავრებინათ იუსტიციის სკოლა და მერე გამოაცხადეს კონკურსი" ამბობს ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, ახალ მოსამართლეებს შორის არიან კეთილსინდისიერი პროფესიონალებიც, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სისტემაში შსს-დან მოხვდნენ და "სისტემაში ვერავინ ერ მხვდება ისე, თუ არ არის კლანის ნება". 

ნაზი ჯანეზაშვილი ერთ ერთ ახალ მოსამართლეს, კობა ჩაგანავას ასახელებს, რომელიც მისი თქმით სააპელაციოს მოსამართლესთან, რევაზ ნადარაიასთან დაახლოებული პირია:

როდესაც ნადარაია მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში, ჩაგუნავა იქ იყო თანამშრომელი და მენეჯერი. წამოვიდა (ნადარაია) თბილისის სასამართლოში - წამოიყვანა, გადავიდა სააპელაცპიო სასამართლოში, გადაიყვანა სააპელაციოში. ყველგან დაატარებდა ხელიხელჩაკიდებული...რაც მე შევისწავლე, ეს ადამიან აღმოჩნდა მისი თანასოფლელი და შეიძლება უფრო მჭიდროცაა მათი კავშირი. მოგვიანებით შევისწავლე ისიც, რომ მისმა დამაც სასამართლო სისტემაში დაიწყო მუშაობა. კლანურობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის კლანი. კლანი არ არის 10 ადამიანის ერთობა. ეს არიან მათი ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, ეს არის დიდი ქსელი და ეს შექმნა დღევანდელმა ხელისუფლებამ" ამბობს ჯანეზაშვილი. 

ჯანეზაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" და სასამართლო კლანი შეთანხმებულად მოქმედებს და მიჰყვება იმ კანონს, რომელსაც "ოცნება" ისევ მათივე მოთხოვნით წერს პარლამენტში:

კლანი მეტნაკლებად მიყვება კანონს, რომელსაც უწერს ქართული ოცნების ხელისუფლება. ეს ორმხრივი ინტერსებია, თუ რაიმე არ აკმაყოფილებს კლანს კანონმდებლობაში, მიდის პარლამენტში და ისინი ასეთ ცვლილებებს ახორციელებენ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი "დღის სტუმარში" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, გასულ ღამეს 36 ახალი მოსამართლე დანიშნა.

გადაწყვეტილება საბჭომ იმ ფონზე მიიღო, როდესაც რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე სასამართლო სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სასამართლოს პრობლემებზე ისაუბრეს. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო მდივანი "სასამართლო კლანის" შესახებ ინფორმირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი