ამერიკის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოსა და ქართველი არასამთავრობოების შეხვედრის შემდეგ, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პომპეო დაინტერესდა აბსოლუტურად ყველა საკითხით, რაც ქვეყანაში ახლა აქტუალურია.
მაიკ პომპეოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ინფორმაცია მიაწოდეს, 20 ივნისის მოვლენებზე და პოლიტპატიმრებზე, მათ შორის გიორგი რურუას საქმეზე, ასევე პომპეოს აცნობეს სამოქალაქო აქტივისტების მასობრივ დაკავებებზე, პოლიტიკური ნიშნით. საუბარი იყო კარტოგრაფების საქმეზეც, დაკავებულ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილზე, საქმის პოლიტიკურ სარჩულზე. პომპეოსთან ვიზიტისას მსჯელობა იყო ანაკლიის პორტსა და მის მნიშნველობაზე, ასევე გახმაურებულ სასამართლო პროცესებზე, მათ შორის "British American Tobacos" – საქმეზე.
არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლების თქმით პომპეომ თავად დასვა კითხვა – "კლანის შესახებ" და მესამე სექტორის წევრებმა, მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა ხდება ახლა სასამართლოში.
"დავაყენეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას, საუბარი იყო ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც" – ამბობს ნინო ევგენიძე, "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" დირექტორი.
ორგანიზცია "უფლელები საქართველოს" კოორდინატორი, კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ საუბარი სასამართლოს მიკერძოებას შეეხო "რომ "ქართულმა ოცნებამ" დააკანონა მახინჯი სასამართლო სისტემა".
"კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, ეს იყო კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის პორტის საქმე, ფილიპ მორისის სქმე, ყველა გახმაურებულ საქმეზე ვისაუბრეთ", - ამბობს გიორგი გვილავა "საერთაშორისო გამჭირვალობის" წარმომადგენელი.
ცნობილია, რომ ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ფილიპ რიკერთან, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან აქვთ ონლაინ შეხვედრა და საუბარი არჩევნებს შეეხება.
მაიკ პომპოეოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში აშშ–ის საელჩომაც. ეს ბოლო შეხვედრა იყო, რომელიც პომპეომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართა.
ცნობისთვის, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რომელიც საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით, ოფიციალური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა, საქართველო უკვე დატოვა.