
ბათუმში ხმაური და დაპირისპირებაა. გორგილაძის ქუჩაზე, ერთ ერთი კორპუსიდან ენმ-ს ბანერი გადმოფინეს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი, ლევან ვარშალომიძე და ენმ-ს სხვა ლიდერები არიან გამოსახული. კორპუსი, საიდანაც ბანერი გამოფინეს, ბათუმის ყოფილ ვიცე მერი, ბაგრატ მანველიძე ცხოვრობს.
მანველიძისის სახელი ბათუმში ე.წ. იაფი სახლის სკანდალს უკავშირდება, რის გამოც მანველიძემ რამდენიმეთვიანი სასჯელი უკვე მოიხადა, მისი შვილი კი გიორგი მანველიძე - აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების დეპუტატია და ქართული ოცნების შტაბს აჭარაში სწორედ ის ხელმძღვანელობს.
ბანერი გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებმა. მათ გორგილაძის ქუჩაზე "ოცნების" აქტივისტები დახვდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა.
მანამდე კი ბათუმში თავს "ლელოს" წევრებს დაესხნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე