მიტაცებული ქვეყანა დასაბრუნებელია - 41 ხელმოწერა შეურიგებლობის მანიფესტზე

გამოქვეყნდა:

მხატვრებმა, მსახიობებმა, ჟურნალისტებმა, მეცნიერებმა, დიპლომატებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ხელი შეურიგებლობის მანიფესტს, მოაწერეს. 

განსხვავებული პროფესიის ადამიანებმა დღეს უკვე ღიად თქვეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ინტერესები არაფრად ჩააგდო და მმართველ პარტიას მოუწოდეს, გაიაზრონ რა შედეგი მოჰყვება მათ მიერვე შექმნილ კრიზისს.  

შეურიგებლობის მანიფესტზე ხელმომწერი პირებისთვის გაურკვეველია საქართველოს საგარეო კურსი და ფიქრობენ, რომ "ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯებით რუსეთს ვუახლოვდებით. სწორედ ამიტომ მოუწოდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ახლა გაჩუმების დრო აღარ არის და მიტაცებული ქვეყანა დასაბრუნებელია.  

ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება. ამას მოქალაქეები საკუთარ ჯიბეზე გრძნობენ. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა რომ ვილნიუსის სკვერში სხვებთან ერთად ბიზნესმენებიც იმყოფებოდნენ.

სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ხელმოწერებით და უკვე არაერთხელ პროტესტი დააფიქსირეს სამოქალაქო აქტივისტებმაც. ადამიანებმა, რომლებიც  მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში თვლიან.

შეურიგებლობის მანიფესტს დღეს სიმბოლურად 41-მა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი