ახალი დეტალები და "გრიფით საიდუმლო" ტომები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში

გამოქვეყნდა:

ახალი დეტალები და  "საიდუმლო გრიფით'' დაცული ტომები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში.

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ იმ აფთიაქის თანამშრომლები, სადაც პროკურატურის მტკიცებით ბაჩალიაშვილმა წამალი იყიდა - უარყოფენ ფაქტს, რომ მედიკამენტი მათთან შეიძინა.  ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე ეძებს კონკრეტული წამლის ჩეკს, თუმცა ვერ პოულობს. ოჯახის უფლებადამცველი სასქმეში არსებულ -საიდუმლო გრიფით დაცულ რამდენიმე ტომზეც საუბრობს, რომელებსაც 23 ნოემბერს გაეცნობა.

მეორე აბი სახელს არ დავასახელებ, რომლითაც ფატალური შედეგი დადგა და რომლიტაც ამტიკცებდნენ, თითქოსდა თამარის მიერ იყო შეძენილი აფთიაქებში - არ დასტურდება. აფიაქარების მიერ ნათქვამია, რომ ეს აბები მათ მიერ არ იქნა გაყიდული და თამარის მიერ შეძენილი, არც ქვითრებით არ დასტურდება. უნდა გამოიძიოს გამოძიებამ, რომ საიდან აღმოჩნდა მის ორგანიზმში და საიდან აღმოჩნდა მის ავტომობილში.  - ამბობს მიხეილ რამიშვილი 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, გამოძიება ჩიხშია შესული და მათთვის მარტივი გამოსავალია მომხდარი თვითმკვლელობას მიაწერონ. 

ახლა რომ აღმოჩნდა რომ აღმოჩნდა, რომ ნაყიდი მედიკამენტები არ შეესატყვისება აღმოჩენილ მედიკამენტებს, იმიტომ არ იციან, ჩიხში შევიდნენ და არ იციან რანაირი გამოსავალი იპოვონ და ყველაზე ადვილი არის, ან თავის მოკვლა დააბრალონ, ან ოჯახის წევრს დააბრალონ, - ამბობს თეონა თამაზაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.  გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი