ვინც არ უნდა მომიწოდოს, თავაღებით პარლამენტში ვერ შევალ - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ისინი დღეს, 20 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და ხვალინდელი აქციის საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. ცნობილია, რომ აქციაზე ცოცხალ ჯაჭვში ჩადგებიან და არჩევნების გაყალბებას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.  

პარალელურად ოპოზიცია ხელისუფლებისგან, კონკრეტულ წინადადებებას და მესამე რაუნდის ჩანიშვნას ელოდება.

"არჩევნები ხვალაც რომ ჩატარდეს, ჩვენ ამ არჩევნებში შესვლას არ ვაპირებთ, თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია თავისი სისტემით არ შეიცვალა. ჩვენ პარლამენტში ვერ შევალთ, ვინც არ უნდა მომიწოდოს, თავაღებით ვერ შევალ პარლამენტში, რა ვუთხრა ჩემ ამომრჩეველს, დიახ, გავიგე ჩვენი ამერიკელი პარტნორების პირიდაპირ გზავნილი, რომ ვიყოთ შეთანხმებაზე ორიენტირებული, მაგრამ არა ის, რომ თავი დავადო და პარლამენტში შევიდე", - თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 

"გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა. მისი თქმით, მესამე რაუნდს ელოდებიან, თუმცა ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს გამართავენ. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური ცესკოს გადაწყვეტილებით, ხვალ 21 ნომებერსაა ჩანიშნული, მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი