დღეს სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 20 ნომებერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება. პროცესზე არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად სოცმუშაკის მიერ წარმოდგენილი ინიდივიდუალური შეფასების დასკვნაც განიხილება, რომელიც ბრალდებულებთან გასაუბრების შედეგადაა შედგენილი და ეხება მაგალითად, ნანობს თუ არა ის მომხდარს.

სოცმუშაკი ოჯახში არსებულ გარემოსაც აფასებს. დასკვნას საბოლოოდ მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ან გაითვალისწინებს, ან არა.

"ჩანიშნულია სასამართლო სხდომა სადაც სასჯელის სახე და ზომა უნდა განისაზღვროს. ეს ხდება სოციალური მუშაკის მიერ ინდივიდუალური შეფასების შემდეგ. პროცესზე დასწრების სურვილი არ მაქვს იმ გადაწყვეტილების შემდეგ რაც იქნა მიღებული. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციოში გასაჩივრების შემდეგ ეს მუხლი არ დარჩება", - ამბობს არასრულწლოვან ლ.შ-ს ადვოკატი, ზაქარია გვიშიანი.

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

13 ნოემბერს სასამართლომ 6 არასრულწლოვანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ექვსივე პირი დამნაშავედ ცნო, როგორც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ასევე ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ნაწილში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი