კლინიკაში დამძიმდა, ბოლო 3 დღე კონტაქტური არ იყო - მეუფე მელქისედეკი ეპისკოპოს ლაზარეზე

გამოქვეყნდა:

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკი ამბობს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი მეუფე ლაზარეს მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დამძიმდა. მისი თქმით, ის ბოლო სამი დღის მანძილზე კონტაქტური არ იყო.

"ეს სამწუხარო ამბავი მისი გარდავალებისა დღეს დილით შემატყობინეს, რომ კლინიკაში გარდაიცვალა. მას კოვიდი ჰქონდა უკვე კლინიკაში რომ გადაიყვანეს იქ დამძიმა, მე საათობრივი ურთიერთობა მქონდა მასთან სატელეფონო და მერე უკვე ბოლო 3 დღე კონტაქტზე აღარ გამოდიდოა და გავიგე, რომ უკვე დამძიმებული იყო და აპარატზე იყო შეერთებული. სამწუხაროდ, მას რამოდენიმე დღის წინ ჰქონდა გაკეთებული ოპერაცია", - თქვა მეუფე მელქისედეკმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ეპისკოპოსი ლაზარე დღეს, 20 ნოემბერს გარდაიცვალა, ეს საქართველოში კოვიდ ინფექციით სასულიერო პირის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. 

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  რეკორდულად მაღალი - 3 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი