23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. საქმეში არსებულ 3 ტომს, რომლებსაც გრიფით საიდუმლო ედო პროკურატურა ადვოკატებს, მიხეილ რამიშვილს და ეკა ქობესაშვილს რამდენიმე დღეში გააცნობს. საქმეში ასევე არის ფარმაცევტების ახალი ჩვენებები, რომელბიც არ ადასტურებენ, რომ ბაჩალიაშვილმა პრეპარატები მათ ქსელში შეიძინა.
"ჩემი მოთხოვნა ისევ და ისევ შოთაძესთან შეხვედრაზე იქნება უცვლელი, რომ მუხლის გადაკვალიფიცრება მკვლელობის მუხლად, რაგდან ვერ მიმტკიცებენ თვითმკვლელობას და რადგან თვითონ ვერ იძიებენ საქმეს, ისევ და ისევ FBI-ის ჩართულობა, არ დავნებდები, შიმშილობა იქნება თუ პროკურატურის წინ აქცია", - ამბობს ბაჩალიაშვლის დედა, თეონა თამაზაშვილი.
ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ის მედიკამენტები, რომლებიც თამარს აღმოაჩნდა ორგანიზმში და აღმოჩნდა ავტომობილში ცარიელი ფირფიტები, რითიც დადგა ფატალური შედეგი, ეს აბები თამარს მიერ არცერთ აფთიაქში არაა შეძენილი. მისი თქმთ, მუხლის გადაკვალიფიცირება აუცილებლად უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს რაიონში მაწევნის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.