
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის და პარალმენტის გადამდგარი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ზედმეტია და პარლამენტარებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს კენჭი შესაძლოა საერთოდ არ უყარონ, იურისტები აფასებენ. მათი თქმით, საქართველოს ყველაზე დაბალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის პარლამენტი ეყოლება.
კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ 10 დეკემბრისთვის მეორე ტურების ჩატარების შემდგ უკვე ცესკო საბოლოო შედეგებს წარადგენს და ამის შემდეგ პარლამენტში პირველი სხდომა უნდა დაინიშნოს, რომელსაც 75 დეპუტატი უნდა ესწრებოდეს. მათი თქმით, თუ დეპუტატი მისთვის მანდატის შეწყვეტას მოითხოვს ეს მოთხოვნა პარლამენტმა უნდა დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუცია დაირღვევა.
"პირველად საქართველოს ისტორიაში, გვექნება პარლამენტი, რომელიც იქნება რიცხოვნობაში ნაკლული, პოლიტიკურად დაბალი ლეგიტიმაციის მქონე, თუმცა კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედი. ამავე დროს მას კონკრეტუ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უნარი ვერ ექნება", - თქვა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წვერმა, ლევან ალაფიშვილმა.
საიას დირექტორის, ვახუშტი მენაბდის თქმით, ხელისუფლების მიდგომა კონსისტუციის მიზანდასახულობას არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ოპოზიცია მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.