ბობყვათის ტეტქსტილის ფაბრიკის ოთხი თანამშრომელი COVID-19-ით გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ქობულეთში კორონავირუსით ბობოყვათის ტექსტილის ფაბრიკაში მომუშავე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ფაბრიკა კი მუშაობს განაგრძობს. დირექტორის თქმით, გარდაცალებულთა ინფიცირება მათ სამუშაო ადგილთან კავშირში არაა.

"გარწმუნებთ, რომ საწარმოში მიღებულია მაქსიმალურად ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და არის გაცემული შესაბამისი რეკომენდაციები. მთავრობის წარმომადგენლები, ეპიდემიოლოგებიც იყვნენ რამდენიმე დღის უკან საწარმოში და მათთან ერთადაც გავიარე უსაფრთხოების ნორმები. დახურვა არ განიხილება ამ მომენტში, თუმცა შესაბამის კონსულტაციებს გავივლი", - ამბობს საწარმოს წარმომადგენელი.

ამ დროისთვის ფაბრიკაში 1 200 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 100 კოვიდდადებითია და თვითიზოლაციაში იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდულად მაღალი - 3 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი