"ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა"- ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

გამოქვეყნდა:

„ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა"- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Entrepreneur Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ინტერვიუში ქართული ოცნების ლიდერი განმარტავს რატომ ყიდულობს ყველაფერს და ყველგან. ოლიგარქის თქმით, მისი ცხოვრებისეული დევიზი "ვეფხისტყაოსანს" ეფუძნება და ფულსაც პრინციპით - რასაცა გასცემ შენია ხარჯავს. ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში ქველმოქმედების მიზნით მოვიდა და ქვეყნის მართვაც ქველმოქმედებაა. ივანიშვილი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ დიდი ფასდაკლებით ყიდის სასტუმროებს რომელიც მის მფლობელობაშია. ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ უკვე სამი წელია ის "ქართუს" გაყიდვასაც ცდილობს, თუმცა იმ პირობით, რომ ბანკი არსებობას გააგრძელებს. ივანიშვილის თქმით, ქვეყანაში 2 უმსხვილესი ბანკია და უნდა არსებობდეს მესამეც. ივანიშვილი სავარაუდოდ TBC-ის და საქართველოს ბანკს გულისხმობს და ირიბად მიანიშნებს მამუკა ხაზარაძეზე.

ოლიგარქის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა TBC-ის დამფუძნებელი და "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. პოლიტიკაში მოსული ბანკირი ამბობს, რომ ივანიშვილი ხვდება რომ უხერხულ მდგომარეობაშია, როცა ის სასტუმროების ინვესტირებაზე საუბრობს:

"ბიძინა ივანიშვილი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მის პირდაპირ ფუნქციაზე, რაც მან ინტერვიუში თქვა, რომ მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება პოლიტიკაში შემოსვლა იყო. მან ყველაზე მთავარი დანაპირები, რაც ქართველ ხალხს უთხრა, რომ ქვეყანას სხვა მდგომარეობაში გადაიყვანდა, სრული კრახია ამ მიმართულებით, ამ ინტერვიუთი ჩანს,რ ომ მან სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა როგორც სახელმწიფო მმართველმა პარტიამ და ლიდერმა და თქვა რომ მე დავეხმარები სახელმწიფოს. ეს არის ყველაზე ცუდი გზავნილი პოლიტიკოსის თუ ბიზნესმენის, მე ვერ გავიგე ამ შემთხვევაში გიგი პოლიტიკოსი გვესაუბრება თუ როგორც ბიზნესმენი. იგი არის სერიოზულ ინტერესთა კონფლიქტში და ანგრევს სახელმწიფოებრივ აზროვნებას, როცა ის ამბობს, რომ დავეხმარები სახელმწიფო ბიუჯეტს, მას ამის თავი არ აქვს ეს არის ქვეყნის დაკნინების მცდელობა, ეს არის ჩვენი თითოეულის შეურაცხყოფა. თუ სახელმწიფოს არ აქვს ამის თავი და ბიუჯეტს ამის თავი არა აქვს, ამიტომ ჩაგაბარეთ ჩვენ ეს ქვეყანა, თუ არა გაქვთ მაშინ მიბრძანდით და ვისაც აქვს ამის თავი იმას გააკეთებენ" განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "მთავართან" საუბარში  

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ივანიშვილიც გააქტიურდა და ოლიგარქის მიზანი საარჩევნო ხმებია. 

აცრემლებულ ბიძინა ივანიშვილს მაგონებს, რომელიც ერთი წლის წინ მოგვიყვა, რო ერთ წელწადში ყველაფერს დაალაგებდა, თუმცა რა დაალაგა საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ახლა არჩევნებია მოსული და მოთქვამს ბატონი ბიძინა, რომ ყველაფერი რაც წაღლიტა  ქართველ ხალს უნდა ისევე ქართველი ხალხისთვის და დამატებით თურმე 400 ჰექტარი აქვს ამოღებული მიზანში" აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.

"იგივეს გვპირდებოდა 8 წლის წინაც, რომ ქვეყანა წავიდოდა წინ, იქნებოდა უფრო მდიდარი და მისი არც ერთი დაპირება არ შესრულებულა და ამ 8 წელმა აჩვენა, რომ ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელმაც შეუძლია ეს დაპირებები შეასრულოს. მას თუ ილუზია აქვს რომ რაღაც სამწლიან გეგმას განავითარებს ტურიზმის განვითარების და წყალტუბოთი თუ აბასთუმნით ძალიან ცდება," განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი