წერეთლის გამზირისა და ბათუმის ქუჩის გადაკვეთაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში ამ დრომდე რჩება ერთი შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც შენობაში მყოფი 9 მოქალაქე მძევლად აიყვანა.
შსს-მ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალში" შეიარაღებული პირია შეჭრილი.
მედიასთან კომენტარი გააკეთა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ, რომელმაც მედიას სთხოვა, შეწყვიტოს Live რეჟიმში ტრანსლირება, რადგან ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ოფისში მყოფი მძევლებისა და სამართალდამცველების სიცოცხლეს.
ამ მოწოდების შემდეგ "მთავარმა არხმა" სპეცოპერაციის ადგილიდან შეწყვიტა პირდაპირი ეთერი.