კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან - MBC წერეთლის სპეცოპერაციაზე

გამოქვეყნდა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი ( MBC), სადაც რამდენიმე საათის წინ შეიარაღებულმა პირმა 9 მოქალაქე მძევლად აიყვანა, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ MBC შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციაშია. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ თავის Facebook-ის გვერდზე გაავრცელა. 

გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა, - წერია განცხადებაში. 

წერეთლის გამზირისა და ბათუმის ქუჩის გადაკვეთაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში ამ დრომდე რჩება ერთი შეიარაღებული კაცი მძევლებთან ერთად. 

შსს-მ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირია შეჭრილი. 

მედიასთან კომენტარი გააკეთა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ, რომელმაც მედიას სთხოვა, შეწყვიტოს Live რეჟიმში ტრანსლირება, რადგან ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ოფისში მყოფი მძევლებისა და სამართალდამცველების სიცოცხლეს.

ამ მოწოდების შემდეგ "მთავარმა არხმა" სპეცოპერაციის ადგილიდან შეწყვიტა პირდაპირი ეთერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი