თუ რუსეთმა განამტკიცა კონტროლი კავკასიაზე, დავუბრუნდებით გუბერნიის რეჟიმს –კოდუა

გამოქვეყნდა:

Hub Georgia–ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა, ამბობს, რომ საქართველოს ჰაბის ფუნქცია დაკარგული აქვს, რადგან ანაკლიის მსგავსი პროექტები ქვეყანაში შეჩერებულია, ხოლო რუსეთის გავლენების განმტკიცება  კავკასიაში საფრთხეს უქმნის საქრთველოს ევროპასა და აზიას შორის კორიდორის ფუნქციას.

"ჰაბი არის ანაკლიის პროექტი, ჰაბი არის დიდი ავიაცია, რომ მოხდეს თბილისში ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კორიდორი, დღეს ჩვენ ჰაბს არ ვაწარმოებთ, ჰაბის ფუნქცია დაკარგული გვაქვს, იმ გაგებით რომ არანაირი პროექტები არ ხდება, მცირე ბიზნესი იქნება სტაბილური და მყარი მაშინ, როცა იქნება დიდი პროექტები, მივმართავ მთავრობას, ეს ნეიტრალური რეჟიმი, სტრაუსის პოლიტიკა შეცვალოს, თუ რუსეთმა განამტკიცა კონტროლი კავკასიაზე, ისევ დავუბრუნდებით გუბერნიის რეჟიმს" – ამბობს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "Hub Georgia"–ს დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა გენერალმა ჰოჯესმა, თქვა, რომ ანაკლიის პროექტს ვეტო რუსეთმა დაადო, რადგან კრემლსა და ბიძინა ივანიშვილს არ სურთ საქართველოს განვითარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი