ბედის ანაბარა დარჩენილი მოხუცები - კორონავირუსმა პანსიონატებშიც შეაღწია

გამოქვეყნდა:

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში COVID-19-ს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში  3 ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარში მცხოვრები ადამიანები მაღლი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, მათ კლინიკაში გადაყვანაზე არავის უზრუნია - უცნობია, რა პროტოკოლით მკურნალობენ და არსებობს თუ არა დაინფიცირებული ხანდაზმულებისთვის შესაბამისი პირობები პანსიონატში.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 27 ოქტომბრიდან დღემდე, 40 ბენიფიციარიდან, კორონავირუსი 30-ს დაუდასტურდა. კლინიკებში ადგილი არც მათთვის აღმოჩნდა და მკურნალობას ისინი კვლავ თავშესაფარში აგრძელებენ. ინფიცირების წყარო უცნობია, პანსიონატში ჯანდაცვის მინსიტრის დადგენილებით მკაცრი კარანტინი მოქმედებს, თუმცა ამან ბენეფიციარები ვირუსისგან ვერ დაიცვა.

დარგის სპეციალისტებისთვის გაუგებარია, რატომ მკურნალობენ ხანდაზმული პაციენტები პანსიონატში, მაშინ როცა ხანდაზმულებში ვირუსის მაღალი რისკის შესახებ ეპიდემიოლეგები ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისიდანვე საუბრობდნენ.

თბილისის გარდა, კორონავირუსმა  ბათუმისა და ქუთაისის თავშესაფრშიც შეაღწია. ბოლო მონაცემებით - ქუთაისში ერთი, ხოლო ბათუმის პანსიონატში კორონავირუსს 10 ადამინი ემსხვერპლა. 

ექსპერტები განმარტავენ რომ სხვა ხარვეზებთან ერთად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია. მითი კი იმის შესახებ, რომ ტიკარაძის უწყება პანდემიას ეფექტურად ებრძვის, კიდევ ერთხელ დაიმსხვრა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი