ორშაბათიდან, შესაძლოა, ქვეყანაში ახალი ლოქდაუნი გამოცხადდეს

გამოქვეყნდა:

კოვიდ-პანდემიის გავრცელების რისკის გამო, ქვეყანა შესაძლოა კიდევ ერთხელ ჩაიკეტოს. რა ფორმით გამკაცრდება შეზღუდვები, ამის შესახებ ჯერჯერობით მთვარობის ადმინისტრაცია ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს, თუმცა ამაზე საუბრობენ ყველგან. ბიზნეს სექტორის წარმომადგენელბი განმარტავენ, რომ მათთან მთავრობას წინასწარი კომუნიკაცია არ ჰქონია. ახალ განრიგთან და შეზღუდვებთან მორგებისთვის, ისე რომ სფერომ მინიმალური ზარალი ნახოს, დროა საჭირო, სწორედ ამიტომ  რეგულაციების გამკაცრების მოლოდინში ბიზნეს სფეროში სიტუაცია კიდევ უფრო რთულია.

მოსალოდნელი ლოქ-დაუნი რომ ისედაც უმძიმეს კრიზისში მყოფ ეკონომიკას კიდევ უფრო რთულ მდგომაროებაში ჩააგდებს, ამაზე თანხმდებიან თითქმის ყველა სფეროში. ბიზნესი  ახლა გადარჩენისთვის იბრძვის, განმეორებითი ლოქ-დაუნის შემდეგ შესაძლოა სხვადასხვა სფერომ ფუნქციონირება უბრალოდ ვერ შეძლოს. 

გამკაცრებული შეზღუდვების ფარგლებში შესაძლოა დაიხუროს სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები. ეკონომიკური კრიზისის გარდა დამატებით სირთულეებზე საუბრობენ   სილამაზის სალონების ფედერაციაში. ფედერაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სალონების დახურვის შემთხვევაში მოიმატებს სალონური მომსახურების სახლის პირობებში მიღება, რაც პანდემიის ფონზე ვირუსების და სხვადასხვა დაავადების გავრცელებას შეუწყობს ხელს.  

როგორ გაუძლებს  ქვეყნის ეკონომიკა კიდევ ერთ ლოქ-დაუნს, და რა გეგმა ექნება ხელისუფლებას ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ეს არავინ იცის. თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ შეზღუდვების გაუქმებიდან თითქმის 6 თვე გავიდა, ქვეყანა კი კვლავ მძიმე კრიზისშია, ძნელი გამოსაცნობი  არ იქნება თუ ვივარაუდებთ რომ განმეორებითი ლოქ-დაუნი, გაჩერებული ეკონომიკა, გაზრდილი ფასები, მაქსიმალური ოდენობის საგარეო ვალი  და გაუფასურებული ლარი სიღატაკემდე მისულ მოსახლეობას კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი