ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთისკენ მანდარინი ვერ გააქვთ - ფსოუსთან კილომეტრიანი საცობია

გამოქვეყნდა:

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან, ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, რომელსაც ამჟამად დე ფაქტო სოხუმის ხელისუფლება და რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, ცხრა რიგად ჩამწკრივებული, მანდარინით, ხურმითა და ფეიხოთი დატვირთული ტრაილერებისა და სატვირთო მანქანების კილომეტრიანი რიგია, რასაც ადგილიდან გავრცელებული კადრებიც მოწმობს. მძღოლები ფსოუს გამშვებ პუნქტთან, უკვე მესამე დღეა, რუსეთში შესვლის ნებართვას ელოდებიან. 

ძალიან ნელა მიდის საბაჟო კონტროლი, მანქანებიდან თითო მანქანას ისე ამოწმებენ, რომ ჯერ გადმოტვირთავენ, ამოწმებენ ტვირთს თითო ყუთებად, ხომ არ არის სიგარეტის ან სასმელის კონტრაბანდა, მერე დოკუმენტებს აგზავნიან როსტოვში და იქედან ველოდებით პასუხს, გავაგრძელოთ თუ არა გზა, თუ მოვა ნებართვა, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება გზის გაგრძელება, - წერენ აფხაზურ ფორუმებზე მძღოლები. 

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ საბაჟოზე პირადი შემადგენლობა შეიცვალა და არ ეთანხმებიან ფორუმებზე, სოცქსელებში გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ რუსეთმა აფხაზეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა და დამამცირებელ საბაჟო კონტროლს უწყობს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ეს არ არის სანქცია ან ემბარგო, მაგრამ ისეთი ადამიანური ფაქტორია, რომელიც უნდა მოგვარდეს, რადგან ზიანს აყენებს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი