ქაბულში დასახლებულ პუნქტში რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა, დაღუპულია მინიმუმ 3 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ავღანეთის დედაქალაქ ქაბული, პიკის საათებში, დასახებულ ადგილას რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად მინიმუმ 3 მოქალაქე დაიღუპა, ათეულობით კი დაიჭრა.

აფეთქებება, დიპლომატიურ ანკლავთან ახლოს მოხდა და საელჩოების გასაფრთხილებლად სპეციალური საყვირები ჩაირთო. პარალელურად ორი დღე რჩება ჟენევაში ავღანეთის დონორების კონფერენციის გამართვამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11 დაიჭრა. მაგრამ, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ხუთი ცხედარი და 21 დაშავებული შეიყვანეს საავადმყოფოში ინციდენტის შემდეგ.

პოლიციის ვერსიით, ტერორისტებმა რაკეტები სატვირთო მანქანაზე დააყენეს, ისინი იძიებენ, როგორ შემოვიდა სატვირთო ქალაქში.

თალიბანმა თავდასხმაში მონაწილეობა უკვე უარყო.

შეგახსენებთ, რო ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, თალიბანის და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან თავდასხმები იზრდება, განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც ხუთ მილიონზე მეტი ავღანელი ცხოვრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი