რომის პაპის ლაიქი საცვლებიანი მოდელის ფოტოზე - ვატიკანი ინსტაგრამს გამოძიებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

ვატიკანი განმარტებას და პასუხებს ითხოვს სოციალურ ქსელ Instagram-ისგან მას შემდეგ, რაც პაპი ფრანცისკეს ოფიციალური ანგარიშით like "გაჩნდა" საცვლებში გამოწყობილი ბრაზილიელი მოდელის ფოტოზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მოდელის, ნატალია გარიბოტოს ფოტოსურათი, სადაც ის "სკოლის მოსწავლე გოგოს სტილის" საცვლებს ატარებდა, ვერიფიცირებული ანგარიშით მოიწონეს, ამის შესახებ ინფორმაცია კათოლიკური ამბების სააგენტომ (CNA) გაავრცელა.

გაუგებარია, როდის მოიწონეს ექაუნთით ფოტო, რადგან ინეტრაქცია სურათზე 13 ნოემბერს გამოჩნდა, მეორე დღეს კი, მას შემდეგ, რაც CNA-მ პაპის პრესსამსახურის კომენტარისთვის მიმართა, მოწონება წაიშალა.

ვატიკანი ახლა აცხადებს, რომ ინციდენტი ღრმა გამოძიებას ცდილობენ.

"ჩვენ დაუკავშირდით ინსტაგრამს იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა", - განუცხადა ვატიკანის სპიკერმა CNN-ს პარასკევს.

Facebook-მა, რომელიც ფლობს ინსგარამს, CNN-ს განუცხადა, რომ რომის ეკლესიასთან მჭიდრო კავშირში არიან და საკითხს იძიებენ. რომის პაპის ანგარიშს Instagram-ზე 7,4 მილიონი გამომწერი ჰყავს, თავად კი მას არავინ ჰაყვს გამოწერილი. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ პაპმა მოდელის ფოტო თავად მოიწონა.

COY Co-მ, კომპანია, რომელის მოდელიცაა გარბიტო, ინსტაგრამზე დაწერა - "COY Co.-მ მიიღო პაპის ოფიციალური დაცლოცვა". თვითონ მოდელი კი 13 ნოემბრის შემთხვევას Twitter-ზე გამოეხმაურ: "ბოლოს სამოთხეში მოვხვდები". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი