ჯანდაცვის სფეროს სრული კოლაფსი - გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მინისტრის პასუხისმგებლობასა და მისი გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობენ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სამინისტროს მენეჯმენტმა არსებულ მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და წავიდეს.
მათივე თქმით, ის დრო, რომელიც ხელისუფლებას პანდემიის სამართავად უნდა გამოეყენებინა და მომზადებულიყო, პოლიტიკურ განცხადებებში გაიფლანგა, ხოლო საკოორდინაციო საბჭო, მათივე შეფასებით, "ქართული ოცნების" დანამატად იქცა:
"ვხედავთ პრობლემას პრობლემა ემატება და არაფერი არ კეთდება, რომ რაღაცა გაუმჯობესდეს. არა მარტო კოვიდინფიცირების არამედ ზოგადად მიმდინარე დაავადებების მართვაც არის კონტროლიდან გასული. უნდა შეიცვალოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, უნდა შეიცვალოს ფორმატი და გაფართოვდეს საკოორდინაციო საბჭო იმიტომ, რომ საკოორდინაციო საბჭო არ არის რეალურად საკოორდინაციო საბჭო, ის გადაიქცა "ქართული ოცნების" ჩვეულებრივ დანამატად", - ამბობს სერგო ჩიხლაძე, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში.
16 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში თითქმის სრულად ამოწურული იყო საწოლფოდნი და სასუნთქი აპარატების მარაგი.
დარჩენილი იყო მხოლოდ 227 თავისუფალი საწოლი და 257 სასუნთქი აპარატი.
ამ ფონზე კი ჯანდაცვის მინისტრი მედიასთან აღარ ჩნდება.
აქვე შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევების საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა ბოლო 24 საათში კი ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდული - 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში: