დაკარგულია არა თვეები, არამედ წლები და ათწლეულები - ნიკოლოზ ქარცივაძე ჯანდაცვის სისტემაზე

გამოქვეყნდა:

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემის კრიტიკისას საუბარია, რომ თვეებია დაკარგული, რომ კორონავირუსთან გასამკლავებლად უკეთესად მოვმზადებულიყავით, თუმცა მისი თქმით, ამ მხრივ სისტემამ წლები დაკარგა. ამ საკითზე მოქმედმა ექიმმა გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

"ლაპარაკი არის ხოლმე, რომ დაკარგულია თვეები, ჩვენ უფრო ყოჩაღად უნდა მოვმზადებულიყავით ასეთი მდგომარეობისთვის, მე სხვაგვარად ვიტყოდი, დაკარგულია თვეები კი არა, დაკარგულია წლები და ათწლეულები. ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც ერთი შეძახილით და ერთი ვაშათი შეიძლება გადაწყდეს, სამედიცინო მომსახურების დონე ათწლეულების განმავლობაში იქნება და ის ეტაპობრივი განათლების სისტემასთანაა შეჭიდული", - თქვა ნიკოლოზ ქარცივაძემ. 

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია აქვთ არის მონდომება და მცდელობა, რომ ხელშეწყობა იყოს, უბრალოდ ამ პრობლემის ექსტრემალურ რეჟიმში მობილიზაცია ნაწილობრივ ეფექტურია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 851 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი