მანდატები დიდი ფულის სანაცვლოდ - "ოცნების" ახალი მილიონერი დეპუტატები 

გამოქვეყნდა:

ზაალ დუგლაძე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია. ის  წლებია  ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია.  

დუგლაძეების ღვინის კომპანიაში ისინი 23-23%-იან წილებს ფლობენ, კომპანია  'აისი ინკში' ზაზა დუგლაძეს 34, ხოლო ალექსანდრე ივანიშვილს 33%-იანი წილები აქვთ. 

მილიონერმა კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოში გარანტირებული ადგილის მისაღებად ბევრი იშრომა და პარტიასაც ბევრი შესწირა.

მილიონერ კანდიდატებს შორის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ყველაზე მდიდარი ანტონ ობოლაშვილია. 

მისი ოჯახიდან მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატს საბანკო ანგარიშებზე, როგორც ქვეყანაში ასევე საზღვარგარეთ 2 925 849 ლარი, 1 967 177 დოლარი და 10 101 ევრო ერიცხება, თითქმის ამდენიმე თანხა აქვთ ოჯახის წევრებს.

ანტონ ობოლაშვილის სახელზე დოკუმენტებში ასევე ქეშად 30 000 ლარი, 5 000 ევრო და 12 000 დოლარი უფიქსირდება. 

ბიძინა ივანიშვილმა გავლენიან ბიზნესმენს საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის  მუნიციპალიტეტების მართვა ჩააბარა.

კიდევ ერთი გავლენიანი ბიზნესმენი, რომელიც ოლიგარქმა ბიზნესიდან პოლიტიკაში მოიყვანა ვასილ ჩიგოგიძეა. ახალბედა პოლიტიკოსს ოცნებამ ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები ჩააბარა. 

ოლიგარქის რჩეული ბიზნესმენი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 25%-იანი, თეატრ "აპოლოს“ 10%-იანი წილის, შპს "ეს ენდ ჯი ინვესტმენტ საქართელოში" კი  40% წილის მფლობელია. ჩაქვში ფლობს მიწის ნაკვეთს, სადაც მშენებლობას უკვე დაწყებული აქვს. 

ფული, რომელიც ჩიგოგიძემ იშოვა, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის წლებს უკავშირდება. ვასილ ჩიგოგიძე მაღალ თანამდებობზე საქართველოს რკინიგზაში.   

ახლა ღარიბი ქვეყნის უმეტეს მუნიციპალიტეტს გამოუცდელი, სამაგიეროდ მდიდარი დეპუტატები ჰყავს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი