ხელისუფლებისა და ეკლესიის კორუფციული სიმბიოზი ჭიათურის მაღაროში

გამოქვეყნდა:

ჭიათურის მაღაროს თამანშრომლებისთვის ერთნაირად საფრთხის შემცველია პირობებიც და საჭმელიც, რომლითაც კომპანია შუქრუთის მაღაროს მუშებს ამარაგებს. საკვები უმეტეს შემთხვევაში ვადაგასული და უვარგისია.

მაღაროს თანამშრომლებს საკვებით ადგილობრივი სასულიერო პირის კომპანია ამარაგებს. იმის გამო, რომ ხელშეკრულება ორ კერძო კომპანიას შორისაა გაფორმებული, შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ ამბის გადასამოწმებლად მღვიმევის დედათა მონასტერში მვიედით. 

ჭიათურლები "მთავარი არხის" კამერასთან ღიად არ საუბრობენ, თუმცა კადრს მიღმა ყველა გვიყვება, როგორ არის გარიგებული ადგილობრივი ხელისუფლება სასულიერო პირებთან. ჭიათურის მერია საქმეს სწორედ ასე აგვარებს. კორუფციულ სქემაში ყველა სახელისუფლებო უწყებაა ჩართული. იქ, სადაც შემოსავალია, ქალაქის ხელმძღვანელობა მხოლოდ საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიას ასაქემბს. ამით კი, ვინც არ მოსწონთ, შანტაჟით და მუქარით საქმეს აცილებენ. ადგილობრივები კამერის მიღმა იმასაც ყვებიან, გივი მოდებაძე როგორ გახდა ქალქის მერი მამა გაბრიელის დახმარებით. რაზეც ჭიათურლები ღიად არ საუბრობენ, კარგად იცის ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა. ანი მიროტაძე გვიყვება, რის ხარჯზე შეძლო ტენდერის გარეშე სასულიერო პირმა საკვებით მომარაგების სქემის გადაბარება.

თავად მამა გაბრიელი უარყოფს, რომ მისი კომპანია მაღაროს თანამშრომლებს საკვებით ამარაგებს. მაგრამ არ მალავს, რომ ჭიათურის მოქმედ მერსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დავით სერგეენკოსთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს.

გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ნოდარ ტეფნაძემ და თორნიკე ნოზაძემ გაავრცელეს მათივე გადაღებული კადრები, რას ჭამენ და რა პირობებში მუშაობენ ადამიანები მთელი დღის განმავლობაში.  ვიდეოკადრებში განსაკუთრებით მძიმეა იმის ნახვა, რა პირობებში უწევთ შხაპის მიღება ადამიანებს, რომელბიც მთელი დღის განმავლობაში მიწის ქვეშ მუშაობენ. 

სამსახურიდან გათავისუფლებული ნოდარ ტეფნაძე უკვე ყოფილ სამუშაო ადგილიდან საკუთარი ნივთების წამოსაღებად შაბათს "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა. დაცვამ ობიექტზე შესვლის უფლება არ მისცა, ამის შემდეგ მან 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი არ გამოჩენილა, რამდენიმე წუთში მოქალაქეს მობილურზე ჭიათურის პოლიციის თანამშრომელმა გადმოურეკა.

საბოლოოდ ნოდარ ტეფნაძეს პირადი ნივთები მაღაროს ერთერთმა თანამშრომელმა გამოუტანა, საპატრულო ეკიპაჟი ე.წ. „რეაგირების ოქმის შესადგენად“ ადგილზე პირადი ავტომობილთ მოვიდა, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავრეკეთ.

კომპანია  „შუქრუთი +“ 2020 წლის მაისშია რეგისტრირებული და დოკუმენტებზე მითითებული მონაცემების თანახმად ის თბილისში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, მაგრამ მისამართს ნომრით 7/2 არა გუდიაშვილის ქუჩაზე, არამედ მოედანზე მივაგენით, თუმცა შენობა, რესტავრაციის პროცესშია და ის „შუქრუთი +“-ს დაარსებამდე დაიცალა. კომპანიის ოფიციალურ ნომერზე დარეკვისას ბუღალტერთან მოვხვდით, რომელიც დეტალებზე არ საუბრობს.

„შუქრუთი +“-ს 50%-იანი წილის მფლობელი ნოდარ მიქაბერიძეა, პირი რომელიც შპს „მანგანუმ ლოჯისტიკის“ 100%-იან წილს ფლობს, შესაბამისად „შუქრუთი +“ ერთ-ერთია იმ კორპორაციებიდან, რომელთა მოპოვებული წიაღისეულიც საბოლოოდ „მანგანუმ ლოჯისტიკში“ ხვდება, ეს გზაც „ქართულ ოცნებამდე“ მიდის, ნოდარ მიქაბერიძეს პარტიისთვის ჯამში 170 000 ლარი აქვს შეწირული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი