გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 447 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. გარდაცვლილების ასაკი 64-იდან 80 წლამდეა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, გარდაცვლილთაგან ყველას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და ორმხრივი პნევმონია.
"210 პაციენტი გვყავს COVID-19-ით ინფიცირებული: აქედან 46 პაციენტი მკურნალობს რეანიმაციაში, 6 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა და იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, 35 პაციენტი კი ღებულობს ჟანგბადს მაღალი წნევით მუდმივ რეჟიმში. განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა შედარებით სტაბილურია - აღენიშნებათ პნევმონია", - ამბობს გია კიკაბიძე.
აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 4 048 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 1 602 ადამიანი დედაქალაქიდანაა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე