ჯანდაცვის კოლაფსი და მორიგი ანტირეკორდი - 4 048 ინფიცირებულიდან 1 602 თბილისიდანაა

გამოქვეყნდა:

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა - დაინფიცირდა 4 048 ადამიანი და გარდაიცვალა 49 პაციენტი. ეს მაშინ, როცა ჯანდაცვის სისტემაში კოლაფსია და კლინიკებში საწოლების რაოდენობა თითქმის სრულად ამოწურულია. 

თავის მხრივ, კორონავირუსით ინფიცრებულების გარდა, მომსახურების გარეშე რჩებიან სხვა დაავადებების მქონე პაციენტები, რომლებიც 112-ზე დაკავშირებასაც კი ვერ ახერხებენ სისტემის გადატვირთულობის გამო. 

ეპიდვითარებით მხრივ, ყველაზე რთული სიტუაცია თბილისშია - 4 048 ინფიცირებულიდან 1 602 დედაქალაქიდანაა; ამასთან, რეგიონული განაწილების მიხედვით, 700-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა იმერეთში, 500-მდე კი აჭარაში. 

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, რეკორდულად ბევრი - 49 კოვიდინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტიდან 24 თბილისში მკურნალობდა. 

ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზაციაა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი