სასამართლომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და რურუას აღმკვეთის ღონისძიება არ შეუცვალა.
დღევანდელ პროცესზე კი ბრალდების მხარის მოწმეები- პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებიც რურუას დაკავებასა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
სამართალდამცველებმა სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. ერთ ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ დეტექტივების სამმართველოს უფროსმა როლანდ მესხმა პოლიციელებს რუსთაველის გამზირზე მიაწოდა ინფორმაცია რურუას გადაადგილების შესახებ, ხოლო მეორე პოლიციელმა განაცხადა, რომ ამ დროს მესხი პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა.
სამართალდამცველების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე გაამახვილა ყურადღება გიორგი რურუამაც სასამართლო დარბაზში, სიტყვით გამოსვლის დროს:
გასაკვირია, როდესაც როლანდ მესხი მაჭარაშვილის განცხადებაში იმყოფება სამმართველოში და მეორე მხრივ, ბატონი ხუფენიას განცხადებით,იმყოფება რუსთაველზე. ეს შეუასაბამოა" განაცხადა რურუამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალში ის თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამბობს, რომ იარაღი მას დაკავებისას თან არ ჰქონია.
დაიკითხა პოლიციელი ლევან ადეიშვილი, რომელიც მონაწილეობდა რურუას დაკავებაში და ფაქტობრივად გამოაშკარავდა რომ ეს ადამიანი დღეს სასამართლოს აძლევდა ცრუ ინფორმაციას, მან სასამართლოს მისცა ყალბი ჩვენება. ის ყველაფერზე ამბობდა არ მახსოვს, არ ვიცი" განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.
პროკურორი კი აცხადებს, რომ მოწმეებმა დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების ნამდვილობა და ბრალდებულისგან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტი:
მას არ გაუკეთებია დეტალური ჩამონათვალი სხვა პირადი ნივთებისა, რომელიც იქნა ჩხრეკის შედეგად ამოღებული, მაგრამ არ უარყვია საგამოძიებო მოქმედების შედეგად აღნიშნული ნივთების ამოღების ფაქტი" განაცხადა დავით კიკაჩეიშვილმა
გადმოყვანილ იქნა პიროვნება ჩვენს მიერ და დაიწყო პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს ბექა მახარაძემ უკანა მარჯვენა საქამრედან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც იყო სამი მჭიდი. იქვე დაილუქა და პიროვნება ჩავსვით მანქანაში. " განაცხადა ერთ ერთმა მოწმე პოლიციელმა.