"უარი გიგანტურ ჰესებს" - რიონის ხეობაში აქციის 29-ე დღეს ოპოზიციაც შეუერთდა

გამოქვეყნდა:

"უარი გიგანტურ ჰესებს" - ამ სლოგანით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 29-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თურქულ კომპანია "ენკას" ადმინისტრაციასთან ასეულობით ადამიანია შეკრებილი - ისინი 105-მეტრიანი კაშხლის აშენების წინააღმდეგები არიან.

"რიონის ხეობის მოსახლეობა ტერიტორიას არ დავტოვებთ. დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ არღვევს სახელმწიფო კანონს", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

მოსახლეობის თქმით კაშხლის მშენებლობა 500-ზე მეტ ჰექტარს წყლით დაფარავს. 

"დიდი ჰესები ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის მიუღებელია. ერთი რამ ზუსტად ვიცი - არაფერი საერთო არ აქვს ამ ჰესის მშნებლობას ელექტროენერგიასთან. ეს არის ქვეყნის გაყიდვისკენ მიზანმიმართული ნაბიჯი", - თქვა პროტესტის მონაწილემ. 

აქციას ოპოზიცის წარმომადგენლებიც შეუერთნენ - ისინი "ოცნებას" მოუწოდებენ, უარი თქვან გიგანტური ჰესის მშენებლობაზე.

"ეს ზონა სეისმურად აქტიური და მეწყრულია. ჰესის აშენება წალეკავს აქაურობას", - ამბობს "ლეობორისტული პარტიის" წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი. 

როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, პოლიციას ადმინისტრაციამდე მისასვლელი გზა უკვე გადაკეტილი აქვს და სხვა ადამიანებს აქციაზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი