ჩამოშლილი ჯანდაცვის სიტემა და უმართავი ვითარება. "მთავარი არხის" თანამშრომელი, რომლის შვილს, კორონავირუსითაა ინფიცირებული და რამდენიმე დღეა უკვე მაღალი ტემპერატურა აქვს, ამბობს, რომ გამოძახებაზე არც სასწრაფო მიდის და ადგილების არარსებობის გამო ახალგაზრდა ვერც საავადმყოფოში გადაჰყავთ.
დღეს დილიდან აუვარდა სიცხე 39 ნახევარი აქვს, ვერანაირი წამლით ვერ ვუგდებ. დილით ექიმმა, რომ დარეკა ახალგაზრდაა აიტანსო. ვეუბნები, რომ იწევს, ბავშვს პრობლემები ჰქონდა. 20 დღით ადრე, სანამ დაეწყებოდა, ანტიბიოტიკებს ვაძლევდი სხვა დაავადებების, ანუ რისკ ჯგუფია, მაგრამ ამ ეტაპზე კორონავირუსის გადამდები არ არის, საბუთიც მაქვს, რომ 17 დღეა გასული.
არსებობს ამის დადასტურება, 14 დღეის შემდეგ გადამდები არ არის, მაგრამ არ მიშვებენ არსად, კლინიკაში, რომ მივიყვანო და კვლევა ჩავუტარო.
საავადმყოფოში დატოვებას და დაწოლას ვთხოვ. სანამ იქამდე მივიდა საქმე, რომ სუნთქვის აპარატი არ დასჭირდეს, რომ შეიძლება მოგვარდეს და ვიღაცამ ყურადღება მომაქციოს - ამბობს ლიკა ნინუა
ჯანდაცვის სისტემურ ხარვეზებზე და უმძიმეს მდგომარეობაზე ღიად საუბრობს ექიმი - გინეკოლოგი ინგა მამუჩიშვილი.
მამუჩიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსიან პაციენტებს, ინფიცირებული ექიმები მკურნალობენ.
უამრავი კორონავირუსით ინფიცირებული კოლეგა გვყავს. უმეტესობა მუშაობენ იმიტომ რომ მეტი გამოსავალი არ არის. ვინ მოუვლის ამ პაციენტებს - თვითონ კოვიდით დაავადებულებთან მუშაობენ...
ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან დღეს ჩვენი კოლეგები. აღარ გვაქვს, ხელი თვალი, ყური. უამრავი ადამიანი ვერ იტესტება, ვერ მოდის 112-ის ბრიგადა, ეს ადამიანები სახლიდან ვერ გადიან, ეს ადამიანები რომ გადათვალო, ალბათ გამოცხადებულ რიცხვზე 3-ჯერ მეტია.
უკვე ვეღარ ვმართავთ, ადგილები ნამდვილად არ გვაქვს და რიგებს ელოდებიან. მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ მსუბუქი პაციენტები, უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტები, რომელთა მართვა ბინაზე შეიძლება, იმის გამო რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, ვიღაცის ახლობელია, ვიღაცის ნაცნობია, ვიღაცა თავის კაპრიზს ისრულებს, არსებობს პროტოკოლი კლინიკიდან გაწერის და დროულად გაეწერონ ესეთი პაციენტები, რომ ადგილები იყოს. ისინი პოტენციურად მკვლელები ხდებიან იმ ადამიანების, რომლებიც მართლა საჭიროებენ სტაციონალურ მკურნალობას - ამბობს ინგა მამუჩიშვილი
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება - ბოლო 24 საათში ვირუსით დაინფიცირდა 4 048 ადამიანი და გარდაიცვალა 49 პაციენტი, რაც სიკვდილიანობის თვალსაზრისით ასევე რეკორდული მაჩვენებელია.