ტროლები, ბოტები, აქციები, კიბერ შეტევები და ოლიგარქიული მმართველობა - Freedom House-ის ხმაურიანი ანგარიში საქართველოზე

გამოქვეყნდა:

Freedom House ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ სახელისუფლებო ტროლებზე, ბოტებზე, კიბერ შეტევებზე და აქციებზე. დოკუმენტში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა, რაც კანონის უზენაესობაზე დიდ გავლენას ახდენს. Freedom House -ის ანგარიშში კონკრეტული საქმეებიც არის მოყვანილი- მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნები, შეტევა TBC ბანკზე და ანტისაოკუპაციო აქციები, რომელიც თბილისში ზაფხულში იმართებოდა:

„ტროლები, მთავრობასთან დაკავშირებული ბოტები და ინტერნეტმომხმარებლები განსაკუთრებით ივნისის საპროტესტო აქციებისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააქტიურდნენ. საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტუნარიან არჩევნებს, ხოლო მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა 2012-2013 წლებში ხელისუფლების შეცვლის პერიოდში. ამასთან ერთად, ზეწოლა გრძელდება ქართულ ინტერნეტსივრცეში, მათ შორის გახმაურებულ საქმეებზე, თუმცა პროგრესი ბოლო წლებში სტაგნაციას განიცდის. ოლიგარქიული აქტორები დიდ გავლენას ახდენენ პოლიტიკის განსაზღვრასა და პოლიტიკურ არჩევანზე. კანონის უზენაესობის აღსრულებას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები „  ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორიც. ფრენსის ფუკუიამა ამბობს, რომ მმართველობის ეს ფორმა დემოკრატიას ასუსტებს:

ნებისმიერი დემოკრატია გამჭვირვალობას ეფუძნება. ხალხმა იცის ვინ მართავს და ვინ იღებს გადაწყვეტილებას და ვინ არის ანგარიშვალდებული მის წინაშე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხალხს არ მოსწონს ხელმძღვანელობა ცვლის მას. არაფორმალური მმართველობის პრობლემა, რომელიც თქვენს ქვეყანაშია, არ ემყარება არც გამჭვირვალობას და არც ანგარიშვალდებულებას და ასუსტებს დემოკრატიას. ასევე მინდა ვთქვა, რომ რუსეთს გავლენაც არაფორმალურია საქართველოშიც სოციალური ქსელებით და მედიით. არავინ დგას ხალხზე მაღლა დემოკრატიაში. ხალხია სუვერენიტეტის გარანტი. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ან განსაზღვროს ვინაა ლიდერი ვისაც პასუხს მოსთხოვს. ხალხს უნდა ჰქონდეს კონტროლის ინსტრუმენტი, რადგან კიდევ ვიმეორებ, არავინ დგას ხალხსა და კანონზე მაღლა" განაცხადა ფუკუიამამ.

დოკუმენტში დიდი ადგილი ეთმობა თი ბი სი ბანკზე განხორციელებულ კიბერ შეტევას. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ საქმის გამოძიება შსს-მ ინფორმაციის მიღებიდან მხოლოდ 8 თვის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო რაც დეტალებმა პრესაში გაჟონა:

"კიბერ შეტევა საქართველოში 2019 წლის მაისში მთავარ საკითხს არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა ქვეყნის ერთ ერთმა წამყვანმა ბანკმა , თი ბი სი-მ 2018 წლის ივლისში საკუთარ თავზე გამოსცადა კიბერ შეტევა. ბანკის წარმომადგენლებმა საქმის კურსში ჩააყენეს შს მინისტრი, მიაწოდეს მას ინფორმაცია თუ რა მისამართიდან განხორციელდა შეტევა. მინისტრმა გამოძიება მხოლოდ 8 შემდეგ, მაშინ დაიწყო, როდესაც დეტალებმა კიბერ შეტევის შესახებ პრესაში გაჟონა. ხელისუფლების ოპონენტები განიხილავენ, რომ თავდასხმა უკავშირდებოდა პროსახელისუფლებო ტროლებს რომლებსაც მთავრობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მას შემდეგაც, ოპონენტების გასშავებლად აქტიურად იყენებდა. მათ შორის საუბარია თი ბი სი ბანკის დამფუძნებლებზე" ნათქვამია ანგარიშში 

დოკუმენტში ასევე საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებაზეც. დასახელებულია დეპუტატ ეკა ბესელიას საქმე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი