დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა გადაიდო. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსია.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონა ვირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო." ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.
მატჩი 4 დეკემბერს გაიმართება და ერთმანეთს წყალტუბოს "სამგურალი" და გაგრა დაუპირისპირდებიან