არჩევნების გადადების საფრთხე - პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს. ერთ თვეში გასაკეთებელი საქმე ერთ კვირაში უნდა დაამთავრონ. საკონსტიტუციო კომისია სასწრაფოდ ხვალ შეიქმნება, პირველი სხდომაც ხვალვე ჩატარდება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ საკონსტიტუციო  ცვლილებების გახილვას კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ხელს ვერ შეუშლის. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საკონსტიტუციო განხილვები წყდება, ამის შესახებ თავად კონსტიტუციაში წერია.

პოლიტიკური პარტიები კი საგანგებო სიტუაციის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავენ და ამბობენ რომ შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეიძლება. 

"ლელო" ოპოზიციასა და ხელისუფლებას ინტერპარტიული საბჭოს შექმნას სთავაზობს და ყველა პრობლემის, მათ შორის საკონტიტუციო განხილვებისთვისთვის საჭირო ყველა ახალი პლატფორმის შემუშავებას სწორედ ამ ფორმატში ურჩევს.

კონსტიტუციონალისტები კი ამბობენ, რომ თუკი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება და ეს რეჟიმი დიდხანს გაგრძელდება, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი შესაძლოა არჩევნების გადადება გახდეს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვები სავარაუდოდ ვირტუალურად, სოციალური ქსელების მეშვეობით განხორციელდება. დისკუსია შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერითაც გადაიცეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი