მოძრაობა ”ალტერნატივას” ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აფასებს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური საქმე და გაფრთხილება პოლიტიკური აქტიურობისთვის  - საგამოძიებო უწყება ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო, სავარაუდოდ, მოძრაობა ''ალტერნატივას'' ხელმძღვანელის, ხათუნა ბერიძის, დადანაშაულებას გეგმავს.

ბერიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყება მის წინააღმდეგ პოლიტიკურ საქმეს კერავს. 

აქვე შეგახსენებთ - საქმე ეხება 19 ნოემბერს "ქართული ოცნებისა" და "ალტერნატივას" აქტივისტებს შორის დაპირისპირებას, რომელიც ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. 

ხათუნა ბერიძისთვის, ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, მაგრამ საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც დაზარალებული პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმის გადახდას ან ერთწლიან პატიმრობას. 

"ჩვენ პოლიტიკური ნიშნით ვიდევნებით, რადგან არ ვეგუებით ივანიშვილის მმართველობას. გვიგზავნიან პოლიციელებს, რომელთა უმეტესი ნაწილი "ოცნების" მხარდამჭერია. ფაქტობრივად, შეთითხნეს ეს ამბავი", - ამბობს ბერიძე. 

ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ ხათუნა ბერიძემ პოლიციის სამმართველოდან უწყება მიიღო. იგი აჭარის მთავარ სამმართველოში სამ საათზე მეტ ხანს იკითხებოდა

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი